სარესტორნოსფეროსგაციფრულებისპროექტისაქართველოში
პროექტის მიზანია, საქართველოს რესტორნებმა მიიღონ მეტი ონლაინ ჯავშნები, მოიზიდონ და გაზარდონ ვიზიტორების რიცხვი. პროექტის ფარგლებში, რესტორნებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ ჯავშნების სისტემა, რაც ტურისტებს რესტორნების მარტივად პოვნისა და დაჯავშნის შესაძლებლობას მისცემს
პროექტის შესახებ
რესტორნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მისი პოვნა და დაჯავშნა მარტივად შეძლოს. პროექტის ფარგლებში, შერჩეული რესტორნები შეძლებენ მიიღონ ონლაინ ჯავშნები, მათ შორის პირდაპირ Google-დან, და საკუთარი ბიზნესი იმ სივრცეში წარმოაჩინონ, სადაც მომხმარებელი რესტორანს ეძებს. პროექტი რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, გაამარტივონ დაჯავშნის პროცესი და უფრო მეტ პოტენციურ სტუმარს მიაწვდინონ ხმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, Rezto-ს ინიციატივითა და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან - Google, Mastercard, Georgian Travel Guide, SOLO და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
პროექტი მოიცავს

პირდაპირი ჯავშნები Google-დან
400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყოველთვიურად რესტორნის ძიებისას პირდაპირ Google-დან ჯავშნის მაგიდას. პროექტში ჩართვით, სტუმრები თქვენს რესტორანშიც პირდაპირ Google Search-სა და Google Maps-დან დაჯავშნიან მაგიდას.

Mastercard
Mastercard - MC Passport
Rezto-სა და Mastercard-ის პროექტით ტურისტებისთვის საქართველოს ელექტრონული პასპორტი შეიქმნა. mcpassport.ge - ეს არის მარტივი გზამკვლევი უცხოელი სტუმრებისთვის, რომელიც ზუსტად ეუბნება მათ - სად წავიდნენ, რა ნახონ და სად ჭამონ. Mastercard-ის ეს ციფრული პასპორტი საერთაშორისო ტურისტებსა და 200 მილიონამდე მომხმარებელს ჩვენს რესტორნებს აცნობს და მათ უზარმაზარ გლობალურ აუდიტორიასთან აკავშირებს.

Georgian Travel Guide
Georgian Travel Guide
240,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ყოველთვიურად იყენებს Georgian Travel Guide-ს საქართველოში საუკეთესო ადგილების აღმოსაჩენად. პროექტში ჩართული რესტორნები პლატფორმაზე გამოჩნდებიან და ამ აუდიტორიისგან პირდაპირ მიიღებენ მაგიდის ჯავშნებს.

SOLO Concierge
SOLO Concierge
SOLO-ს კონსიერჟები 20,000-მდე პრემიუმ მომხმარებელს ემსახურებიან და მათთვის მაგიდებს Rezto-ს პლატფორმის საშუალებით ჯავშნიან. ამ პროექტში ჩართვის შემდეგ, კონსიერჟები შეძლებენ, თავიანთი SOLO კლიენტებისთვის მაგიდები უკვე თქვენს რესტორანშიც მარტივად დაჯავშნონ.
პროექტში ჩართვის მსურველებმა შეავსეთ განაცხადი.
შეავსეთ ფორმა 1 ნოემბრამდე და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალების გასაცნობად.